Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ესტონეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის  ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების მიმართულებები. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ განხორციელებულ რეფორმებსა და  მიღწეულ პროგრესს. ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

რიინა კალიურანდმა გამოხატა მზაობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, გააგრძელოს აქტიური მუშაობა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები