Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები