Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ ეუთო-ს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ეუთო-ს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან. 

ფერიდუნ სინირლიოღლუსა და  იგნასიო კასისთან შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა და ორგანიზაციის ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თანამშრომლობა ეუთო-ს ფარგლებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს, ასევე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას.

სონატა კოლტერთან შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის  ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებულ დეტალებზეც.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართა ეუთო-ში შვეიცარიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, მალტის, ნიდერლანდების, თურქმენეთისა და მონტენეგროს მუდმივ წარმომადგენლებთან.

დანართები

    მსგავსი სიახლეები