Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა მარგე მარდისალუ-კაჰარიმ თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2024 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში ესტონეთის დანიშნულმა ელჩმა,  მარგე მარდისალუ-კაჰარიმ.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის  ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგი და ყურადღება გამახვილდა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები