Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  მურატ ნურტლეუსთან

2025 წლის 6 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურტლეუსთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაძლიერებისა და ამ პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური ჩართულობის საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას ამ გამოწვევათა დასაძლევად. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები