Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან

2026 წლის 15 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობის ზრდის პერსპექტივებსა და  სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებაზე.

აღინიშნა ინდური ბიზნესის მზარდი ინტერესი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი და ტურისტული ნაკადების დინამიკა. 

საუბარი შეეხო, ასევე,  საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები