Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ძირითადი მიმართულებები. 

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა კიდევ უფრო გაააქტიურონ ორმხრივი ურთიერთობები. ამ მხრივ ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და  პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის გამოყენებას.

ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი, განავითარონ თანამშრომლობა საერთო ინტერესის მქონე სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობაზე, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. 

ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები