Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა  დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. 

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები, მათ შორის  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს,  ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს.   ყურადღება გამახვილდა  რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები