Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა

5 სექტემბერს  საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ვირტუალურ ფორმატში, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია უძღვებოდა, ხოლო ბრაზილიის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ლუისა ესკორელ დე მორაეში. 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ორმხრივ საკითხებზე საუბრისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებით. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებზე და დაადასტურეს ამ კუთხით ნაყოფიერი ურთიერთქმედების გაგრძელების მზაობა.  

მინისტრის მოადგილეებმა ასევე მიმოიხილეს გლობალური საკითხები და გაცვალეს ინფორმაცია შესაბამის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ბრაზილიის მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ რეგულარული დიალოგი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები