გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.
მაკა ბოჭორიშვილმა ვოლკერ ტურკს მადლობა გადაუხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის სეგმენტის შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარულ ვითარებას და მათ გასამკლავებლად კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ წარადგენს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ , რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებას შეეხება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ბოლო პერიოდის განვითარებებს. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშნველოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძლების მზაობა.