Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,  საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე,   ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე და საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე. 

აღინიშნა, რომ ჩატარებული სამუშაო და ევროკომისიის შეფასება დადებით წინაპირობას ქმნის საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის ამ გზაზე.  მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზეც და შეთანხმდნენ, რომ გამოყენებული იქნება პირველივე შესაძლებლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩასატარებლად. ასევე, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა. 

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პარიზი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები