Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ხათუნა თოთლაძის შეხვედრა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის მოადგილესთან

2025 წლის 9 ივნისს ქ. მილანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის მოადგილესთან კულტურის დარგში  - ფრანჩესკა კარუზოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია ლომბარდიის რეგიონთან გააღრმავოს ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის, მდიდარი ისტორიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ამ მხრივ შეთანხმდა, რომ გაგრძელდება ქ. მილანში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და რეგიონის კულტურის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის მიზნით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები