Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის  (CICA) - გენერალურ მდივანს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების
კონფერენციის (CICA) - გენერალურ მდივანს, კაირატ სარიბაის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მისიაზე, რომელიც გულისხმობს აზიის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

მიმოიხილეს მიმდინარე პროქტები, რომელიც CICA-ს ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს -  ეკონომიკის, ეკოლოგიის ჰუმანიტარულ, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების და სამხედრო-პოლიტიკურ განზომილებებში თანამშრომლობას.

მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს CICA-ს არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობების ფორმატებსა და მიმართულებებზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები