2023 წლის 13 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. აღინიშნა ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების დინამიკა საქართველოსა და ვატიკანს შორის.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. თავის მხრივ, ჟოზე აველინო ბეტანკურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვატიკანის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.