Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი კავშირების განვითარებას 

„ ჩვენს ხალხებს შორის არსებობს მეგობრული დამოკიდებულება, მეგობრული ურთიერთობა და ეს არის საუკეთესო საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობების ეს ისტორია საფუძვლად დაედოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას“  - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენ კოლეგასთან  რაშიდ მერედოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 
 
მინისტრის თქმით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც ხელს უწყობს ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები. 
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკურ სექტორში  თანამშრომლობის  დიდ პოტენციალზე,  მათ შორის – ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებით. 

 „ჩვენი პოლიტიკური დიალოგი რა თქმა უნდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, რაც არის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მომავალ წელს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი შეხვედრა, რაც ვფიქრობთ კარგი  შესაძლებლობა იქნება  თანამშრომლობის ახალი სფეროების იდენტიფიცირებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დაკავშირებადობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ამ კონტექსტში, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აბრეშუმის გზის ფორუმს სწორედ საქართველო მასპინძლობს, რაც კარგად წარმოაჩენს ქვეყნის როლს და მის მიმართ მზარდ ინტერესს.

„აბრეშუმის გზის ფორუმი უკავშირდება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ეს არის დაკავშირებადობა და ბუნებრივია ამ მიმართულებითაც თურქმენეთთან ურთიერთობების გაძლიერება ჩვენთვის არის პრიორიტეტული.“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.   
 
დასასრულს, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რაც შესაძლებელს გახდის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე   ზოგადად რეგიონში. 
 
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მხარეს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები