Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო აქტიურად მუშაობს აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე - ილია დარჩიაშვილი

2023 წლის 16 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა  აზიის და   ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან თანამშრომლობის პოლიტიკაზე   და  ხაზი გაუსვა  ამ რეგიონების წამყვან ქვეყნებთან გააქტიურებულ ურთიერთობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გააქტიურებულ მაღალი დონის ვიზიტებს. კერძოდ გაიმართა პრემიერ-მინისტრის ვიზიტები  კატარის სახელმწიფოში, არაბთა გაერთიანებული საემიროებში, საუდის არაბეთში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ.დუბაიში - მსოფლიო ლიდერთა სამიტში.  შედეგად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან  დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ;  საუდის არაბეთთან შეიქმნა მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის და ინვესტიციების დაცვის სფეროში შეთანხმებები. გაიმართა პრემიერ-მინისტრის ვიზიტები-  უზბეკეთში,  ყაზახეთში, თურქმენეთში. შედეგად  საქართველოსა და თურქმენეთს შორის გაფორმდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება;  საქართველოსა და ყაზახეთს შორის შუა დერეფნის ეფექტიანი სატრანზიტო ფუნქციონირების გაუმჯობესების შესახებ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა და ორი ქვეყნის რკინიგზებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. საგარეო უწყების  ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ისრაელში განხორციელებულ ვიზიტზე და გაფორმებულ შეთანხმებებზე.  ისაუბრა იაპონიაში განხორციელებულ ვიზიტზე და გაფორმებულ შეთანხმებებზე, აღინიშნა  კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულება.  

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა აზიის და ოკეანეთის ქვეყნებიდან განხორციელებულ ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტუმრობდნენ კორეის რესპუბლიკის, იაპონიიის, ინდოეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები. ასევე საანგარიშო პერიოდში საგარეო უწყებათა დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა: ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ფილიპინების,  ინდოეთის,  მალდივის,  პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ტაილანდის სამეფოსთან და მონღოლეთთან. მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აზიის და ოკეანეთის ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის,  კვლვად აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები