Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდონეზიის ელჩს შეხვდა

2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არიეფ მუჰამად ბასალაჰასთან (რეზიდენციით ქ. კიევი).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, განხილულ იქნა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ინდონეზიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ინდონეზიას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები