Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

2023 წლის 27 ოქტომბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა,  შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა აქტუალური საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სტაბილური საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს.

ხაზი გაესვა საქართველოს და იაპონიას შორის პარტნიორობას დაკავშირებადობის და სატრანზიტო მიმართულებით.

საუბრისას  აქცენტი გაკეთდა   ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობზე, რაც კიდევ უფრო მეტ დადებით იმპულსს შესძენს არსებულ მაღალი დონის ურთიერთობას.  გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ხალხთაშორისი ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვანია საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა და   საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება იაპონიაში სამოგზაუროდ.  შეხვედრის დასასრულს  მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები