Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ქ. სტოკჰოლმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთის” სემინარში

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, მონაწილეობა მიიღო შვედეთის სამეფოში, ქ. სტოკჰოლმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთის“ რიგით 104-ე მაღალი დონის სემინარში. მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“.
 
სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საჭიროებას.
 
ნატოს სემინარს ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული, აგრეთვე მასში მონაწილეობდნენ შვედეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატები.
 
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები