საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლისთვის.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და აღინიშნა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.