Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს ლორანს ბუნს შეხვდა

ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ლორანს ბუნთან.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების ძირითადი ასპექტები. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული დიალოგის არსებობის მნიშვნელობა. ამასთან ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში, განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს. 
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე. 

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის პოზიციის მნიშვნელობას ამ პროცესში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები