Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

2026 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა,  ქართული მხარისთვის, UNICEF-თან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები