Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერაყის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2023 წლის 8 თებერვალს, გაიმართა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ფირიალ აბდულნაბი მოჰამედთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ასევე სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას.

ერაყის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები