Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

2026 წლის 12 იანვარს, აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა.

შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს. საუბარი, ასევე შეეხო ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას.

დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში.

განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ მიმართულებით.

მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

დანართები

    მსგავსი სიახლეები