Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდების ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2023 წლის 28 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება  როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა, შეხვედრების აქტიური დინამიკის შენარჩუნება და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს და ნიდერლანდების მოწინავე როლს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.  

ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის მოლოდინი, წლის ბოლომდე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამ საკითხში, ნიდერლანდების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა ნიდერლანდელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები