Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

3 დეკემბერს, ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობას. ამ მხრივ, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

დანართები

    მსგავსი სიახლეები