Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ეუთო-ს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 17 ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაში (ASRC), სადაც მონაწილე ქვეყნების დელეგაციების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
 
ეუთო-ს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებულ სპეციალურ სესიაზე გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე.
 
ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისადმი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში.
 
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გავლენაზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და საერთაშორისო წესრიგზე, ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების მზარდ დინამიკაზე.
 
გამოსვლის დასასრულს, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული თანამშრომლობის, სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის პროცესში, აგრეთვე,  საქართველოს აქტიურ ჩართულობას ეუთო-ს საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები