2026 წლის 30 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ტურისტული, განათლებისა და სხვა სფეროებში.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ხელშეწყობისთვის.