საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის საბჭოს როლი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების „კონფლიქტი საქართველოში“ და ამავე საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილების მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტების იმპლემენტაციის პროგრესი.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ნატალია ვუტოვას მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.