Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნას, აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

მინისტრის მოადგილემ კორეულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, საპარლამენტო თანამშრომლობას,  სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას, თანამშრომლობის გააქტიურებას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის და  განათლების სფეროებში.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია რეგიონული  და საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები