2026 წლის 5 მაისს, საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ქ. ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში გამართული საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში (IMRF) მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სიტყვით მიმართა ინტერაქტიული მრავალმხრივი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის მონაწილეებს.
ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა მიგრაციის სრული ციკლის განმავლობაში საკონსულო დაცვის, დახმარებისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრანტებისა და დიასპორისათვის საკუთარი წარმომავლობის ქვეყნების მდგრადი განვითარების პროცესში სრული ჩართულობის ხელშეწყობას.
საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი წარმოადგენს მთავარ მთავრობათაშორის გლობალურ პლატფორმას წევრი სახელმწიფოებისათვის, უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების (GCM) განხორციელების პროგრესის განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად.