2023 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კირშტი ნარინენთან (რეზიდენციით ჰელსინკი).
მინისტრის პირველი მოადგილე და ელჩი მიესალმნენ საქართველოსა და ფინეთს შორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ფინეთის ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და განცხადებების მიერთების გზით.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით.