საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, შეხვდა ანდორას სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს იმა ტორ ფაუსს.
მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის დინამიკა და გაღრმავების პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სექტორულ თანამშრომლობას ტურიზმის, გარემოს დაცვის, ინოვაციების, კულტურის და განათლების სფეროებში და ისაუბრეს ამ კუთხით კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.
მინისტრებმა დააფიქსირეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის სურვილი.