Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიედ ალი მოჯანი ყომის შეხვდა

2026 წლის 2 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სეიედ ალი მოჯანი ყომისთან, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა მშვიდობისა და დიპლომატიური ძალისხმევის დიდ მნიშვნელობას.

მინისტრი მიესალმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერას, მიმდინარე მოლაპარაკებებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი გახდება ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საწინდარი, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ფართო რეგიონში.

აღინიშნა ირანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ხაზი გაესვა დიპლომატიური მისიების როლს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგზე მუშაობის თვალსაზრისით.

დანართები

    მსგავსი სიახლეები