Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს სხდომაში

2023 წლის 1 დეკემბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 63-ე სხდომა.
 
შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სუამ-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გიორგი ზაქარაშვილმა და ევროპის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის, როგორც სუამ-ში თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ვლადიმერ კუკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ორხან ზეინალოვი და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.
 
მხარეებმა შეაჯამეს უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამ-ის დღის წესრიგით გათვალისწინებული - პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებული, ასევე 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზგასმით აღინიშნა ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით ევროკავშირთან გამართული კონსულტაციები და შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პრიორიტეტები და თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც 2024 წელს გადაიბარებს სუამ-ში თავმჯდომარეობას.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები