Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია ნიდერლანდების საგარეო უწყების პოლიტიკურ საქმეთა გენერალურ დირექტორს შეხვდა

2024 წლის 12 ივნისს, ჰააგაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალურ დირექტორთან, მარსელ დე ვინკისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მრავალგანზომილებიან ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები მიესალმნენ მ/წლის 11 ივნისს, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვას და ხაზი გაუსვეს აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტიური დინამიკა და განიხილეს არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
მხარეები მიესალმნენ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ნიდერლანდების მხარეს გააცნო ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, ასევე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ ჰოლანდიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.  
მარსელ დე ვინკიმ თეიმურაზ ჯანჯალიას დაუდასტურა ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები