Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ დაეშის/ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 8 ივნისს რიადში, საუდის არაბეთში გაიმართა დაეშის/ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალი.

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მინისტერიალს თავმჯდომარეობდა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოს მხრიდან უშუალოდ კოალიციის საქმიანობაში ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ტერორიზმსა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედებებზე ტერორიზმის საფრთხეების პრევენციის მიმართულებით.

ლაშა დარსალიამ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორებთან კოორდინაციით მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები