Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 3 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგსა და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ კონტექსტში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის პოტენციალის ათვისების მიმართულებით

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. აღინიშნა გაფართოების კონტექსტში ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები