Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებულ დინამიკას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის მუდმივი მოადგილის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას, რაც რეგიონში გაერთიანებული სამეფოს მზარდი ჩართულობის მორიგი მანიფესტაციაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებულ როლს.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, აღინიშნა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეუქცევადობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ბრიტანული მხარის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სერ ფილიპ ბარტონმა, თავის მხრივ, დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები