Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფო მინისტრთან მუჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფისთან

2025 წლის 28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფო მინისტრთან მუჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფისთან (Mohammed bin Abdulaziz Al-Khulaifi).

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წელს მაისში საქართველოს პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის წარმატებული ვიზიტი კატარში.

ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ყველა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია შავი ზღვის, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების და არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები