Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო  მე-4 ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მუშაობაში

2025 წლის 10-12 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო  მე-4 ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მუშაობაში.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან, აზიის განვითრების ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელზე "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - აბრეშუმის  გზა, თანამედროვე მარშრუტები". 

მინისტრის მოადგილემ  ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო მარშრუტებში,  ასევე საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  და გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო  პროექტებში საქართველოს ჩართულობაზე.

ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან  ბაბურ უსმანოვთან, სადაც განხილული იყო საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არებული  საკითხები, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობა, ერთობლივი საინვესტიციო პროექტები, თანამშრომლობა ტურიზმის, გადაზიდვების, კულტურის და განათლების სფეროებში, ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტებზე  მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები