Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2024 წლის 4 სექტემბერს, ქ. ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია უძღვებოდა, ხოლო სერბეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში, ტამარა რასტოვაც სიამაშვილი ხელმძღვანელობდა. 

კონსულტაციებისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მათ შეაფასეს ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და განიხილეს ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში აუთვისებელი პოტენციალის განვითარებაზე გაკეთდა. ასევე, ხაზი გაესვა პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოსა და სერბეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ სერბეთის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილულ იქნა უსაფრთხოების გამოწვევები და  ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ფონი.

თეიმურაზ ჯანჯალიამ და მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის საკითხებში, მილოშ ტოდოროვიჩმა ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნებზე და გაცვალეს ინფორმაცია ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ. კონსულტაციებზე ასევე განხილული იქნა გლობალური პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, ბალკანეთის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები.

ქ. ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო ჯურიჩთან, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი და მრავალხმრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილეს. შეხვედრები ასევე გაიმართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა რაგუშთან, სერბეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში,  ტატიანა იოვიჩთან და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მრჩეველთან, ვლადიმირ ატელიევიჩთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები