2023 წლის 7 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე განვითარებები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის დასასრულს ჭოუ ციენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.