Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

ისლანდიაში, ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა.
  
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის  შესრულების მიმდინარეობას და საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა  ესპანეთის, როგორც  ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

ილია დარჩიაშვილმა ესპანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში იმართება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები