Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე შეხვედრა გაიმართა

2025 წლის 11 ივნისს, ქ. ბუდაპეშტში, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. 

საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ  მთავრობათაშორისი სამიტი წარმოადგენს საქართველოსა და უნგრეთს შორის უმაღლესი პოლიტიკური კავშირის საუკეთესო გამოხატულებას და შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასამყარებლად ყველა მიმართულებით. 

მაკა ბოჭორიშვილმა    მადლიერება გამოხატა უნგრელი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის და ევროპული მისწრაფებების  მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერისთვის.  

“ჩვენ ვაფასებთ იმ მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც უნგრეთი გამოხატავს საქართველოსთან მიმართებაში. ურთულესი გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას უნგრეთის ხმამაღალ და პრინციპულ პოზიციას უდიდესი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.” - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უნგრეთის მიერ საქართველოს პოზიციების დაცვას, რაც საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებს ეფუძნება.  მან ასევე ისაუბრა უნგრეთის პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რაც  ექსპერტული დახმარებით გამოიხატება.  


“ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის სამაგალითო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, არამედ იმ ფასეულობების და სამართლიანი მიდგომების დასაცავად, რაც სამწუხაროდ ხშირად არის შეტევის ობიექტი. “ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის
მის კოლეგას -  პიტერ სიიარტოს, რომლის აქტიური მხარდაჭერის შედეგია საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური დინამიკა. 

როგორც სხდომაზე  აღნიშნა  საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიულ  პარტნიორობას  აქვს დიდი პოტენციალი და მხარეები მაქსიმალურად მიმართავენ  მუშაობას  არსებული პოტენციალის ასათვისებლად. 

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ორი ქვეყნის მთავრობათა ერთობლივი შეხვედრის მაღალი დონის ფორმატს წარმოადგენს. სამიტის პირველი სხდომა 2023 წლის 10-12 ოქტომბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები