2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძესა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საკონსულო საკითხებში თანამშრომლობას და ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.
შეხვედრის ბოლოს ხათუნა თოთლაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.