Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლევან წურწუმიამ პორტუგალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ პორტუგალიის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელემის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ პორტუგალიის პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.
 
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი და მზაობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
 
პორტუგალიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში ბელემის ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები