Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

2023 წლის 19 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინიტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ კონტექსტში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით, რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.   

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

აღინიშნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები