2024 წლის 9 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე თავიდან დანიშვნა მიულოცა და უსურვა მას წარმატება მომავალ საქმიანობაში.
თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში საპრეზიდენტო
არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
საუბრისას კოლეგებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დადებითად შეაფასეს მაღალი დონის თანამშრომლობის არსებული დინამიკა. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ახალი მეთაურის პირობებში გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობა.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა განაგრძოს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.