Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. ასტანაში ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 12 ივნისს ქ. ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანსპორტო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის (TCTC) საკოორდინაციო პლატფორმის ამოქმედებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეული იყვნენ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებიც -  კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და აგრეთვე თურქეთი.

ღონისძიებაში, რომელიც გახსნა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, მარატ კარაბაევმა, მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა, ჰენრიკ ჰოლოლეიმ, აგრეთვე აშშ-ის, EIB-ის, EBRD-ის, WB-ის, OECD-ის, USAID-ის და ყაზახეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ფარგლებში ქართული მხარე მიესალმა ახლად შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმის ამოქმედებას და გამოთქვა იმედი, რომ პლატფორმა არსებით მექანიზმად იქცევა შუა დერეფნის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის,  კოორდინაციის და პროექტების ეფექტური განხორციელებისთვის.

მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის ე.წ. „შუა დერეფნის“  მიმზიდველობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის და სამომავლო გეგმების, აგრეთვე ტვირთების ეფექტური სატრანზიტო გადაადგილებისთვის საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით გაწეული საქმიანობის თაობაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები